მიხეილ სარჯველაძე - რომელიმე ოპოზიციური პარტია კონკრეტულ კანონპროექტზე თუ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას და შემოსვლას, ეს სწორი მიდგომა არ არის

“რომელიმე ოპოზიციური პარტია კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით თუ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას და შემოსვლას, ეს არ არის სწორი მიდგომა. ჩვენი ზოგადი მიდგომაა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც მანდატი აქვს, უნდა მონაწილეობდეს მთლიანად საპარლამენტო საქმიანობაში”,- ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე “რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივას.

სარჯველაძის თქმით, ასეთი მიდგომა არათანმიმდევრულია.

“ასე გამოყოფილად რომელიმე ინიციატივასთან დაკავშირებით მონაწილეობას მიიღებს და ზოგიერთთან მიმართებით არ მიიღებს, თანმიმდევრული ლოგიკა არ არის. მათი მოვალეობაა, მონაწილეობდნენ საპარლამენტო საქმიანობაში და ის მანდატი, რომელიც მათ ამომრჩეველმა მიანიჭა, სრულფასოვნად უნდა ხორციელდებოდეს. დღეს სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური პარტიისგან ვხედავთ საპირისპირო მიმართულებას, თუმცა მსგავსი ინიციატივები, რომლის მიზანია, გარკვეულწილად მოხდეს მათი მანდატებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება, კარგი პროცესია და სწორი მიმართულებაა. ადრე თუ გვიან, მე ვფიქრობ, რომ საქართველის პარლამენტში, საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურ ძალას ვიხილავთ, რომელსაც მინიჭებული აქვს მანდატი. ეს არის სწორი და არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება”,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, საარაჩევნო ბარიერი სრულფასოვნად განსახილველი საკითხია.

“ის, რაც ითქვა ნულიდან სამ პროცენტამდე ბარიერთან დაკავშირებით, განსახილველი საკითხია. ყველა საკითხს, ბუნებრივ ბარიერსაც და სამ პროცენტიანსაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ სრულფასოვანი დისკუსია წარიმართოს. ბუნებრივი ბარიერის საკითხიც, რასაკვირველია, განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ალბათობით შემოღებადი ვარიანტი. ვნახოთ, დისკუსიები აჩვენებს, რომელი იქნება ყველაზე ოპტიმალური და ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება”,- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო