გიორგი კანდელაკი - რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების 100 წლისთავი ფართოდ უნდა აღინიშნებოდეს

“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების 100 წლისთავი ფართოდ უნდა აღინიშნებოდეს. ამის შესახებ კანდელაკმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კანდელაკმა აღნიშნა, ეს დღე მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღია და 1921 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს ფაქტიური საზღვრების დაზუსტებული რუკა წარადგინა.

„პირველ რიგში აღვნიშნავ რომ ეს თარიღი მთელ ქვეყანაში ფართოდ უნდა აღინიშნებოდეს. დღიდან 25 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე უნდა იმართებოდეს ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენს საელჩოებში, რადგან 11 თებერვლიდან 17 მარტამდე, როცა საქართველოს სრული ოკუპაცია მოხდა, განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ბედი მე-20 საუკუნის განმავლობაში. ამავე დროს, წარმოდგენილი რუკა გვაჩვენებს თუ რა ტერიტორიაზე ვრცელდებოდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის იურისდიქცია და ეფექტური კონტროლი საბჭოთა რუსეთის აგრესიის დაწყების მომენტისათვის, რომელიც როგორც ცნობილია იოსებ სტალინის ინიციატივით დაჩქარდა. ეს რუკა გვაჩვენებს, თუ რომელი ტერიტორიები გადაეცათ საქართველოს მეზობლებს იოსებ სტალინის პირადი მითითებითა და ინიციატივით: ესენია ართვინის და არდაღანის პროვინციები თურქეთს, ლორე სომხეთს, ივრისპირეთი, სადავო ზაქათალა და ყარაიას ველი აზერბაიჯანს, რომელზეც მოხვდა კიდეც დავით გარეჯის კომპლექსის მცირე ნაწილი. როგორც ცნობილია 1991 წლის შემდეგ საქართველოს ყველა მთავრობა ცდილობდა ამ ნაწილის სხვა ტერიტორიაში გაცვლას, რის გამოც ის არ არის შეთანხმებული. როგორც ცნობილია, 1991 წელს ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ ესტონეთიდან დაწყებული ტაჯიკეთით დამთავრებული, მათ შორის საქართველომ, დამოუკიდევლობა სწორედ 1991 წლის საბჭოთა ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში გამოაცხადა. იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სამართლის ეს ფუნდამენტური გარემოება საჯარო დისკუსიაში მივიწყებულია “ქართული ოცნება” უბრალოდ ბოროტად იყენებს და აქტიურად მონაწილეობს ჰიბრიდული ომის ამ ოპერაციაში, რომლის მიზანიცაა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვა პატრიოტულ საკითხზე, ფოკუსის გადატანა რუსული ოკუპაციიდან სხვა პრობლემაზე, ურთიერთობების გაფუჭება აზერბაიჯანთან და პროდასავლური ძალების დისკრედიტაცია. ამავე დროს, ისიც კანონზომიერია, რომ “ქართული ოცნება”, როგორც კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მემკვიდრე, ცხადია არაფერს ამბობს იმის შესახებ თუ ვისი ინიციატივით ჩამოეჭრა ეს ტერიტორიები საქართველოს”, - განაცხადა კანდელაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა