გვირაბგამყვანი მანქანის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გვირაბგამყვანი მანქანის (TBM-ის) ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გვირაბის მბურღავი მანქანის (TBM-ის) დანადგარების ფოთის პორტიდან ტრანსპორტირების გამოწვევების გადაჭრის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე სატრანსპორტო კომპანიის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის სამსახურის და საპროექტო სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს TBM-ის დანადგარების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრულველსაყოფად ყველა საჭირო ტექნიკური თუ ლოგისტიკური საკითხი.

„ამასთან, სპეციალისტების მიერ უკვე ჩატარდა არაგაბარიტული ტვირთების გადატანისათვის აუცილებელი ხიდების გამოცდის სამუშაოები. ფოთის პორტიდან გვირაბგამყვანი მანქანის დანადგარების ტრანსპორტირება რამდენიმე კვირაში დაიწყება. TBM-ის საშუალებით 9 კმ-იანი სატრანსპორტო გვირაბის მშენებლობა, საქართველოში პირველად განხორციელდება. TBM ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა. ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და მეტად უსაფრთხოა. გვირაბგამყვანი მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებას, რაც კიდევ უფრო ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს. ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგრძით 9 კმ, ხოლო სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არ იარსებებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს