მთავრობის ადმინისტრაციასთან “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ.

აქტივისტებმა ადგილზე პინოქიოს საფრთხობელა მიიტანეს, რომელსაც ,,ქართული ოცნების” სტიკერები ჰქონდა დაკრული. ასევე ბანერები სახელწოდებით “პოლიტიკური პინოქიო” და “ამდენი პინოქიოსაც არ უკადრია”.

“ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წევრის, ცოტნე ვადაჭკორიას განცხადებით, პინოქიო წარმოადგენს “ქართული ოცნების” სახეს, რომელიც ყოველდღე ტყუილებით საზრდოობს და იმის მაგივრად, რომ გაჭირვებულ ხალხს მუშაობის საშუალება მიეცეს, ქვეყანაში არის ეკონომიკური კოლაფსი.

“ჩვენი დღევანდელი აქცია ემსახურება იმ დამანგრეველ რეგულაციებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. იმის მაგივრად, რომ ქვეყანა გაიხსნას და გაჭირვებულ ხალხს მიეცეს საშუალება, რომ იმუშავონ, ქვეყანაში არის ეკონომიკური კოლაფსი და დღითიდღე მასობრივად უჭირს ხალხს. პინოქიო წარმოადგენს “ქართული ოცნების” სახეს, რომ ყოველდღე ტყუილებით საზრდოობენ და ამის მეტს ვერაფერს გვეუბნებიან. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო სარესტორნო სივრცეების ღია სივრცეში გახსნა, რომლითაც ამ ბიზნესს ვერ ეშველება”, - აღნიშნა ცოტნე ვადაჭკორიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო