საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან

საპატრიარქოში წმინდა სინოდის წევრები იკრიბებიან. ჰოლანდია-დანიის ეპისკოპოსის, მეუფე დოსითეოზის განცხადებით, რაზე იმსჯელებენ სინოდის დღევანდელ სხდომაზე, წინასწარ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც მან სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მათ შორის იმსჯელებენ თუ არა ვაქცინაციაზე, წინასწარ ვერაფერს იტყვის, თუმცა ამასთან დაკავშირებით პირადი მოსაზრება გააჩნია. მისი თქმით, იზიარებს ჯანმო-ს იმ პოზიციას, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლბითია.

“პირადად, როგორც ერთ ადამიანს, ბუნებრივია, მაქვს აზრი იმაზე, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ასე დარჩება, ალბათ. შეიძლება ასე ფიქრობდნენ სინოდის წევრებიც, იმიტომ, რომ ეს ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რომელიც თვითონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო", - განაცხადა ეპისკოპოსმა.

მისივე განმარტებით, დავით გარეჯთან დაკავშირებით იქნება თუ არა საუბარი დღევანდელ სხდომაზე, არც ამ ინფორმაციას ფლობს.

ამასთან, საპატრიარქოში შესვლამდე ეპისკოპოსს გაესაუბრა მამა გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, რომელიც სინოდის სხდომის პარალელურად აქციას მართავს.

თორნიკე მამალაძემ მღვდელმთავარს ჰკითხა, დააყენებს თუ არა პირადად, დღევანდელ სხდომაზე მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საკითხს. მეუფემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ არის. ამასთან, აღნიშნა, რომ საქმის კურსშია იმაზე, რომ ოჯახი კომისიის შექმნას ითხოვს, თუმცა საკითხში ბოლომდე გარკვეული არ არის.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა