თამარ გაბუნია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს. ისაუბრეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშზე „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას ასახავს.

“ვისაუბრეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობაზე, როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კოვიდ პანდემიის პირობებში , ჯანდაცვის სამინისტროს ძალისხმევა საკმაოდ ინტენსიურია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა სასიცოცხლო მნიშვნელობის ტესტირებაზე. გარდა ამისა, მიმდინარეობს ის პროგრამები, რასაც გაეროს ხელშეწყობითა და დიალოგის მექანიზმით ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის უწყებებთან ერთად ახორციელებს. მათ შორისაა: იმუნიზაციის, ტუბერკულიოზისა და აივ/შიდსის მედიკამენტების პროგრამა“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე ძალისხმევას არ იშურებს და მათი პრობლემების მოგვარებას ცდილობს. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციები მუდმივად ინფორმირებულები უნდა იყვნენ. ჩვენ მსგავს საკითხებს დიდ ყურადღებას ვანიჭებთ“,- აღნიშნა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორის მოადგილემ, დანიილ ხოშაბომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ხორციელდება ევროპის საბჭოს სამდივნოს თანამშრომლების ვიზიტი საქართველოში. შეხვედრას ევროპის საბჭოს პოლიტიკური დირექტორის მოადგილე - დანიილ ხოშაბო, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკური მრჩეველი - ჯონ დორბერი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში - ნატალია ვუტოვა , საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსი - ანა დობორჯგინიძე და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი - ბესარიონ სიმონიშვილი ესწრებოდნენ.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი