საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აქციას მართავს

საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აქციას მართავს. მისი თქმით, დღევანდელი აქციით სურს შეახსენოს მღვდელმთავრებს ის, რომ დეკანოზის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგში დააყენონ. მისი თქმით, "დეკანოზი გიორგი მამალაძე 4 წელია ივანიშვილის და პატრიარქის ტყვეობაშია".

"ვახსენებ საზოგადოებას, რომ ჩემი ძმა ამ ხალხია ტყვეობაშია. სინოდს მოვუწოდებ, რომ 3 წლის წინანდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, შექმნან", - განაცხადა მამალაძემ.

ამასთან, საპატრიარქოში შესვლამდე თორნიკე მამალაძე ჰოლანდოა-დანიის ეპისკოპოსს გაესაუბრა და მღვდელმთავარს ჰკითხა, დააყენებს თუ არა პირადად, დღევანდელ სხდომაზე მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე საკითხს. მეუფემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არ არის. ამასთან, აღნიშნა, რომ საქმის კურსშია იმაზე, რომ ოჯახი კომისიის შექმნას ითხოვს, თუმცა საკითხში ბოლომდე გარკვეული არ არის.

"მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის კომისიის შექმნის საკითხი. მე, არავინ მზღუდავს, მღვდელმთავარი ვარ, მაგრამ ვერ დაგვპირდებით დავაყენებ თუ არა ამ საკითხს სხდომაზე", - აღნიშნა მღვდელმთავარმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო