მეუფე ნიკოლოზი - იმედი მაქვს, სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო

იმედი მაქვს, სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზი დასძენს, ვინც კორონავირუსის ვაქცინაციას გაიკეთებს, მას “ღმერთის და ხალხის მტრად" არ გამოაცხადებს.

"რაც შეეხება დღევანდელ სინოდს, ჩემი აზრით, სავარაუდოდ, გვექნება ვაქცინაციაზე საუბარი. დიდი იმედი მაქვს, სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია, ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო. ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი. ვფიქრობ, გადავწყვეტთ ისე, რომ ვინც გაიკეთებს ვაქცინას და ვინც არ გაიკეთებს, ჩვენ ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ.

ჩემთვის პირადად, ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას არ გამოვაცხადებთ ღმერთის და ხალხის მტრად, რომ რაღაც დანაშაული ჩაიდინა. ეს საქართველოში შექმნილი ჭორი არ არის, სხვადასხვა უცხოური წყაროებიდან ვკითხულობთ.

პირადად, მე რაც შემეხება ვაქცინაციის გაკეთებაზე, თუ რაიმე ნუგეშის მომცემი იქნება ვინმესთვის, პირდაპირ გავიკეთებ, არ მეშინია. მაგრამ, თუ ჩემი გადასაწყვეტი იქნება, მე არ გავიკეთებ, იმიტომ, რომ არასდროს არანაირი ვაქცინა არ გამიკეთებია, არ მჭირდება ჩემი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარე. ბავშვობის შემდეგ ვაქცინა არ გამიკეთებია",-აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო