თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დახურულ ფორმატში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს საქართველოში, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის უსმენს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დახურულ ფორმატში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს საქართველოში, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის უსმენს.

კომიტეტის სხდომის დახურვამდე, სტეფანი ბეგლიმ საქართველოსთან ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში, ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და რუსეთის შეკავებაში. მისი თქმით, 2016 წლიდან აშშ-მ საქართველოს 1.1 მილიარდი ლარის დახმარება გაუწია უსაფრთხოების სფეროში.

“ჩვენ საქართველოსთან საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ. ეს არის ჩვენი სტატეგიული პარტიორობის შედეგი. ჩვენ მყარად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენი ოფიცრები მჭიდროდ თანამშრომლობენ არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთან, არამედ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, თანამშრომლობენ ყველა სფეროში ეროვნულ-სახელმწიფოებრივ მიზნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა სტეფანი ბეგლიმ.

როგორც აშშ-ის თავდაცვის ატაშემ აღნიშნა, აშშ-ს მიზანია, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვის ძალების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებაში, მზად იყოს ყველა დავალებისა და ამოცანის შესასრულებლად, რაც ტერიტორიულ დაცვას შეეხება.

სტეფანი ბეგლიმ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს მხარდაჭერა სამხედრო რეფორმების კუთხით და ქვეყანა აქტიურად თანაშრომლობს როგორც ავღანეთის მისიაში, ასევე ზოგადად, თავდაცვის და უსაფრთხოების პროგრამებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო