თეა ახვლედიანის განცხადებით, ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული და პრემიერ-მინისტრის მიერ გაცემული მითითებებისა და დავალებების შესაბამისად გრძელდება ინტენსიურ მუშაობა.

„ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ხაზგასმით, რომ რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო რეჟიმის მიერ კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდებას 12,5 წლის ვადით, არის აბსოლუტურად ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და ერთმნიშვნელოვნად არის დაგმობილი როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისულების, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ. როგორც მოგეხსენებათ, საკითხი აყვანილია უმაღლესი დონის კონტროლზე. ამ პროცესში ჩართული ვართ ყველა შესაბამისი უწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოცემული მითითებებისა და დავალებების შესაბამისად, ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას.

მე პირადად გავმართე მრავალი შეხვედრა როგორც მანამდე, ასევე ამ უკანონო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოში აკრედუტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჯამში, ამ შეხვედრას სამოცამდე მონაწილე ესწრებოდა, ასევე ეუთოს ახლად დანიშნულ თანათავმჯდომარესთან. ჩვენ გვქონდა წერილობითი კომუნიკაცია, ასევე, ჟენევის თანათავმჯდომარეების სრულ ჯგუფთან და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელთან, ისევე როგორც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მომხსენებლებთან. ამასთანავე, სხვა მრავალი შეხვედრისას, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ერთი მხრივ, დაგმობილია ეს ფაქტი, მეორე მხრივ, მიმდინარეობს მსჯელობა თუ როგორ გავაუმჯობესოთ და ვიპოვოთ ის ეფექტური გზები დამატებით, რაც უზრუნველყოფს ზაზა გახელაძის და უკანონო პატიმრობაში მყოფი ყოველი ჩვენი მოქალაქის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას. ამ პროცესში, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ განვიხილავთ და ხაზს ვუსვამთ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, აკისრებს სრულ პასუხისმგებლობას ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე და ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მისცემს მათ მეტ საშუალებას, რომ ზეწოლა განახორციელონ საოკუპაციო რეჟიმზე“, - განაცხადა ახვლედიანმა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს