მეუფე ნიკოლოზი მედიას - ვიღაცამ სისულელე წამოროშა, ყველამ აიტაცეთ და იმეორეთ "პრორუსული ეპისკოპოსები აპირებენ პატრიარქის გადაყენებას" - ეს არის სამარცხვინო!

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ხმების გავრცელება, რომლის თანახმადაც სინოდის სხდომაზე პატრიარქის ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებდნენ, “ცალსახა დანაშაულია".

როგორც მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, მედია რა ინფორმაციასაც ავრცელებს საზოგადოებაში “ინფექციაა, რომელმაც შეიძლება ადამიანი იმსხვერპლოს”.

“ვაქცინა დაკავშირებულია აცრასთან. ადამიანის ორგანიზმში შეყავთ მცირე დოზით ავადმყოფობა იმისთვის, რომ გამოიმუშაოს იმუნიტეტი.

თუ ექიმს შეეშალა და ინფექცია დიდი დოზით შეიყვანა, შეიძლება ამან ლეტალური შედეგი გამოიწვიოს. თქვენ აკეთებს ამას ჟურნალისტები, ვირუსი მარტო ფიზიკური არ არის. თქვენ რა ინფორმაციასაც ავრცელებთ საზოგადოებაში ინფექციაა, რომელმაც შეიძლება ადამიანი იმსხვერპლოს. ვიღაცამ სისულელე წამოროშა და ყველამ აიტაცეთ და იმეორეთ "პრორუსული ეპისკოპოსები აპირებენ პატრიარქის გადაყენებას". ეს არის სამარცხვინო!

თქვენ ავრცელებთ ძალიან ცუდ ინფექციას, რომელიც საზოგადოებას აზიანებს, მაგრამ თუ ჩვენ, საზოგადოებამ, თქვნ მიერ გავრცელებული ვირუსი გადავიტანეთ, ჩვენ ამაზე ავიცრებით, ცოტა ხნის შემდეგ ამას ვერ გააკეთებთ.

ნუ იქცევით ასე, ნუ ავრცელებთ ასეთ უმსგავსობას. ერთ-ერთ ტელევიზიაში პირდაპირ მითხრეს, პრევენციული განცხადებაა, რომ ასე არ მოიქცეთო. ანუ აცრა გაგვიკეთეს ჩვენ. აცრა არ გვჭირდება. ვეცდებით სწორად ვიაზროვნოთ. ყოველგვარი ასეთი ხმების გავრცელება პატრიარქს რაც შეეხება ცალსახა დანაშაულია. დანაშაულია, როდესაც ამის ტირაჟირებას აკეთებთ",-აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს