დავით ზალკალიანი ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარდგენას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარდგენას ეხმაურება.

როგორც დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული აქტის წარდგენა საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერაზე მიანიშნებს და მასში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები არის გაჟღერებული.

„ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში საქართველოს მეგობრების ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა კონელიმ და კინზინგერმა წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი. ეს არის დადასტურება ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ასევე, იმ უაღრესად მნიშვნელოვანი და ღრმა სტრატეგიული პარტნიორობის, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ის ფაქტი, რომ კონგრესის ახალი შემადგენლობა კვლავ მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს საკითხს, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად არის აქტუალური აშშ-ს როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების დღის წესრიგში. ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილები არის გაჟღერებული იმ პრესრელიზში რომელიც მათ გაავრცელეს.

კონგრესმენების მიერ კიდევ ერთხელ არის აღიარებული ის მნიშველოვანი რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კარგი პრაქტიკით. უაღრესად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც კონგრესმენები უცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გამოთქვამენ დაგმობით პოზიციას მიმდინარე ოკუპაციაზე და რუსეთის მხრიდან აგრესიასთან დაკავშირებით. ისინი ავალებენ სახელმწიფო მდივანს 90 დღის განმავლობაში წარმოადგინოს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. ცალკე გამოყოფილია კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული თანამშრომლობა, რაც დღევანდელი მსოფლიოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ეკონომიკური თანამშრომლობა, თავისაფალი ვაჭრობის კუთხით ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის გახსნა. მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესმენებს ამ ინიციატივისთვის, დარწმუნებული ვარ, ეს აქტი შესაბამისად პროცედურებს გაივლის და გადაიდგმება მნიშნველოვანი ნაბიჯები საქართველოსთვის“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ის რიტორიკა, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხრიდან ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის კლებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

„ის რიტორიკა, რომელიც მოდის ოპონენტების მხრიდან, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ამას ადასტურებს არამხოლოდ ეს ახლად დაინიცირებული საკანონმდებლო აქტი, არამედ ყველა წინამდებარე რეზოლუცია და აქტი, სადაც პირდაპირ არის მხარდაჭერილი საქართველოში მიმდინარე პროცესები დემოკრატიული და ფინანსური კუთხით. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთან ურთიერთობა არის პრიორიტეტული და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მიმდინარეობს მზარდი დინამიზმით. ჩვენ გადადგმული გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედებები იქნება პასუხი იმ უსაფუძვლო კრიტიკაზე, რომელიც მოდის ოპონენტების მხრიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო