დავით ზალკალიანი - უახლოეს პერიოდში მექნება ვიზიტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სწორედ ეკონომიკური დიპლომატია იქნება

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ვიზიტი ექნება, სადაც მხარეები ქვეყნებს შორის ეკონომიკურ დიპლომატიას განიხილავენ.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური პროექტების ეკონომიკური თვალსაზრისით წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია.

„პანდემიის დროს, ის უპრეცედენტო დახმარება, რომელიც საქართველომ მოიპოვა, იგივე დონორი ორგანიზაციების მხრიდან, მსოფლიო ბანკის მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განხორციელდა ჩვენი დიპლომატიური სამსახურის აქტიური ჩართულობით. თუნდაც იგივე პისიარ ტესტების ჩამოტანა, ვაქცინაზე მიმდინარე პროცესში ყველა ჩვენი დიპლომატიური მისიაა აქტიურად ჩართული. პრემიერის ბოლო ვიზიტის დროს ბრიუსელში, მან განსაკუთრებით ისაუბრა შავი ზღვის მნიშვნელობაზე და შავი ზღვის, როგორც ევროკავშირთან ჩვენი დამაკავშირებელი კორიდორის და ფუნქციის მნიშვნელობის წამოწევაზე. შავ ზღვას ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იგივე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, იგივე სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარებისთვის.

მე უახლოეს პერიოდში მექნება ვიზიტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სწორედ ეს იქნება - ეკონომიკური დიპლომატია, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტების ეკონომიკური თვალსაზრისით წახალისება და ერთობლივი პრეზენტაცია იმ ქვეყნებში, საიდანაც შესაძლებელია საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთების მოზიდვა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)