ხათუნა სამნიძე - „რესპუბლიკელებმა“ გადავწყვიტეთ, რომ გადავიდეთ შეტევაზე, კედელთან მივაყენოთ „ოცნება“, ერთადერთი საკითხი, რის გარშემოც მთელი ოპოზიცია გაერთიანდა, უბარიერო პროპორციული სისტემაა

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები თუ დაინახავენ, რომ ეს კანონპროექტი დარეგისტრირდა, მათ ქვეყნის მომავალზე უარის თქმა ძალიან გაუჭირდებთ. თუ მაქვს შესაძლებლობა, რომ ხმა მივცე კანონპროექტს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას, თავს უფლებას არ მივცემ რომ ასეთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღო - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი არის ერთადერთი კანონპროექტი, რომლის მხარდაჭერასაც „რესპუბლიკური პარტია“ აპირებს.

„არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან ერთად მუშაობას, მაგრამ არსებობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იდეა, ეს არის უბარიერო პროპორციული სისტემა, რადგან ამის გარეშე პარლამენტში ვნახეთ, რომ შევა მხოლოდ ორი დიდი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“. 5%-იანი ბარიერი რომ დარჩეს, ამას ჩვენ ვერ მივაღწევთ და საბოლოოდ ვიტყვით უარს კოალიციურ მთავრობაზე, რის გამოც ადამიანებმა 20 ივნისიდან მოყოლებული ყველაფერი ჩადეს. „ქართულ ოცნებას“ აქვს საზოგადოებასთან ვალი, რის გამოც ორი წელია საზოგადოება იბრძვის. მეორე მხრივ, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება პირველად სწორედ უბარიერო პროპოციული სისტემის ირგვლივ მოხდა. ახლა გამოდის მდინარაძე და ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ დავარეგისტრიროთ ეს კანონპროექტი, ამ კანონპროექტს სჭირდება 113 ხმა და არ არის ოპოზიცია მზად იმისთვის, რომ ქვეყანას დაუკანონოს უბრარიერო სისტემა.

„ქართული ოცნება“ ცდილობს მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციას აკიდოს, თქვას, რომ ოპოზიციის ბრალია პროპორციული სისტემა რომ არ გვაქვს, ჩემი კი არა. ხმები არაა საკმარისი, არ შემოდის, შემოდით და დაგირეგისტრირებთ! ანუ მას უნდა რომ მძევლად აიყვანოს ოპოზიცია, ჩვენი სიტყვა გადავთქათ, შევიდეთ პარლამენტში, როცა გარანტირებული არაფერი არაა და მხოლოდ მდინარაძის სიტყვას უნდა ვენდოთ თურმე, მერე არ დაარეგისტრიროს კანონი. დარწმუნებული ვარ, თუ შეგვიტყუა და ეს მოახერხა, არ დაარეგისტრირებს კანონს. ჩვენ, „რესპუბლიკელებმა“ გადავწყვიტეთ, რომ ამ ფრონტზე გადავიდეთ შეტევაზე, კედელთან მივაყენოთ „ოცნება“. თუ ამაზე წამსვლელია, წავიდეს. დაარეგისტრიროს ეს კანონი, მე ვეუბნები, რომ ჩემი ხმა გექნება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ოპოზიციური პარტიები დაინახავენ, რომ ეს კანონპროექტი დარეგისტრირდა, ძალიან გაუჭირდებათ ქვეყნის მომავალზე თქვან უარი. მე თუ მაქვს შესაძლებლობა, რომ ხმა მივცე კანონპრროექტს, რომელიც კანონად იქცევა და სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას, მე თავს უფლებას არ მივცემ რომ ასეთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მივიღო“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს კვლავ იზიარებს, მით უფრო რომ ის პარლამენტში საარჩევნო ბლოკის საშუალებითაა შესული.

„ჩვენ ვართ ბლოკის სუბიექტი. ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე არ შეიცვლება ხელისუფლება, მაგრამ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეცვლის ხელისუფლებას. ჩვენ ამ შეთანხმებიდან არ გავსულვართ. ეს მანდატიც მე მივიღე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობით. ამ მოთხოვნებისადმი ერთიანები ვართ. არ ვემიჯნებით ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციურ მოთხოვნებს, ბოიკოტში ვართ. მაგრამ, ასეთ ვითარებაში, საჭიროა „ქართულ ოცნებაზე“ კონკრეტული შეტევები. ერთადერთი საკითხი, რომელსაც დისკუსიაც კი არ სჭირდება და რის გარშემოც მთელი ოპოზიცია გაერთიანდა, ეს არის უბარიერო პროპორციული სისტემა.

რაც მეტი ოპოზიციური პარტია ვეტყვით, რომ დაარეგისტრირეთ და ნახავთ გექნებათ თუ არა ხმები, მით უფრო გაუჭირდება „ქართულ ოცნებას“ უკან დახევა. ან უნდა აღიაროს მან რომ ეს იყო შანტაჟი ოპოზიციასთან და ან დაარეგისტრორს კანონპროექტი“, - განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა