საბა ბუაძის განცხადებით, მერიამ და მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უსაფრთხო იყოს

"ლელოს" წევრის საბა ბუაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ და საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში ხდება.

როგორც საბა ბუაძემ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად კიდევ ერთხელ გამოჩნდა "ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო მმართველობის სტილი.

"მედიის საშუალებით გავრცელდა არაერთი ფოტო, სადაც გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი პანდემიის გავრცელების საფრთხეს ქმნის. ასეთი დანაშაულებრივი დაუდევრობით, „ქართული ოცნება“ ქმნის ნოყიერ ნიადაგს იმისათვის, რომ ნებისმიერ მომენტში ხელახლა ჩაკეტოს ქვეყანა და პანდემია კიდევ ერთხელ გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ზუსტად ამ შედეგის პრევენციისათვის, "ლელო" მოუწოდებდა მთავრობას გაეხანგრძლივებინა ან მოეხსნა 21:00 საათის შემდეგ დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა. უკანასკნელი ორი დღის მაგალითმა დაადასტურა, თუ როგორ სავალალოდ იმართება პანდემიასთან დაკავშირებული რისკები.

დედაქალაქის მერიამ და საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში ხდება. მაგალითისათვის, ესტონეთში არც ერთი დღე არ შეწყვეტილა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა და გადაადგილება მგზავრებისათვის არის უსაფრთხო. პირველ რიგში, აუცილებელია ხელისუფლებამ გააუქმოს ან შეამსუბუქოს „კომენდანტის საათი“, რაც მოხსნის წნეხს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაზე. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიამ უნდა გამოყოს დამატებით ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული უსაფრთხოების ზომების და მგზავრთა სიმჭიდროვის კონტროლი. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ მხოლოდ რეგულაციების შემსუბუქება არ არის გამოსავალი ამ ძალიან რთული ვითარებიდან. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით მოხდეს ყველა რეგულაციის შესრულების კონტროლი, რათა თავიდან ავირიდოთ პანდემიის შემდგომი აფეთქება",- განაცხადა საბა ბუაძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას "ლელო საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს