მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, პეტერ მიკისკას შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიპლომატმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

"შეხვედრისას, ჩეხეთის ელჩი საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, მათ შორის 2024 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ განაცხადის გაკეთებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ასოცირების შესახებ შეთანხმების სრული იმპლემენტაცია სწორი სტრატეგიაა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. თავის მხრივ, მაკა ბოჭორიშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ათვისების საკითხს. მხარეებმა საქართველოს ექსპორტის ევროკავშირისკენ მიმართვის სტრატეგიები განიხილეს და ამ კუთხით, ბიზნესებს შორის ახლო თანამშრომლობის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი.

მაკა ბოჭორიშვილმა და პეტერ მიკისკამ საქართველოში დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომისგან გამოწვეულ საფრთხეებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა