თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა.

თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ბულგარეთის ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და ორ ქვეყანას შორის ისტორიულ მეგობრობასა და თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, შეხვედრაზე თბილისში, ერთ-ერთი გეოგრაფიული ობიექტისთვის ბულგარეთის დედაქალაქის - სოფიას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„საქართველოსა და ბულგარეთს ისტორიული მეგობრობა აკავშირებთ. ჩვენი ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ბულგარეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ვფიქრობ, თბილისში ბულგარეთის დედაქალაქის სოფიას სახელობის გეოგრაფიული ობიექტის გაჩენა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და დიპლომატიურ ურთიერთობებს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თავის მხრივ, ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მეგობრული შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა