დიმიტრი ხუნდაძე - კარგია თუ "რესპუბლიკელებს" სურვილი გაუჩნდათ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, პარლამენტი არ არის ერთჯერადი მოხმარების

კარგია თუ "რესპუბლიკელებს" სურვილი გაუჩნდათ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, მაგრამ ვფიქრობ, პარლამენტი არ არის ერთჯერადი მოხმარების”, - ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ “რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ რომელიმე პარტია პარლამენტში მხოლოდ კონკრეტული საკითხის გამსახილველად შედის, ე.ი. მათ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ბედი აინტერესებთ.

“თუ პარლამენტში მხოლოდ საარჩევნო სისტემის განხილვისთვის შემოდიან, ე.ი. მათ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები და საკუთარი ბედი აინტერესებთ და არა ძალიან ბევრი საკითხი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. სასურველი და აუცილებელია, ოპოზიცია ასეთი საკითხების განხილვას ესწრებოდეს”,- განაცხადა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მხოლოდ საარჩევნო თემატიკა არ არის ის საკითხები, რომლებიც პარლამენტში ერთობლივად უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ განვაცხადეთ, რომ საარჩევნო თემატიკის განხილვისათვის "ქართული ოცნება" არის მზად ნულიდან სამ პროცენტამდე ბარიერის განხილვის კონტექსტში. ამ დიაპაზონში ვიმუშავებთ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებთან, ვინც პარლამენტში შემოვა და გადაწყვეტილება იქნება მათთან ერთად განხილული. მხოლოდ საარჩევნო თემატიკა არ არის ქვეყნის წინაშე მდგარი საკითხი, ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც პარლამენტში ერთობლივად უნდა გადაწყდეს”, - განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა