ალეკო ელისაშვილი - ყოჩაღ, შევუქებ საქციელს “რესპუბლიკურ პარტიას”, გაბედული ნაბიჯია - ოდნავ განსხვავებულად თუ ვიღაც აზროვნებს ოპოზიციაში, იმ წამს ყელში ეძგერებიან და მზად არიან, რომ შუაზე გაგლიჯონ

ჩვენ დავინახეთ და მოვისმინეთ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელმწიფოებრივად ძალიან ზუსტი და სწორი განცხადება, ძალიან მამაცი განცხადება და ასევე, დავინახეთ ოპოზიციაში არსებული ფუნდამენტალიზმი კიდევ ერთხელ,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანას ორპოლუსიანობა შუაზე არ გლეჯდეს და 2024 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტი მრავალპარტიული იყო, საჭიროა ბუნებრივი ბარიერის არსებობა. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი კანონპროექტის მხარდასაჭერად ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

„ოდნავ განსხვავებულად ვიღაცა თუ რაღაცას ამბობს ან აზროვნებს ოპოზიციაში, იმ წამს ყელში ეძგერებიან და მზად არიან, რომ გაგლიჯონ შუაზე, არადა, ამ ხალხს რომ ჰკითხო, მრავალპარტიული დემოკრატია უნდათ. ყოჩაღ, შევუქებ საქციელს “რესპუბლიკურ პარტიას”, ძალიან გაბედული ნაბიჯია. თუ გვინდა, რომ ორპოლუსიანობა არ გლეჯდეს ამ ქვეყანას შუაზე, მაშინ ბარიერი უნდა იყოს მინიმალური. „ქართული ოცნება“ რას იზამს არ ვიცი, მაგრამ რა უნდა ქნას ვიცი, უნდა დააინიციროს კანონპროექტი ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით და კარგი იქნება თუ ოპოზიციის შეგნებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მამაცი ნაწილი შემოვა ერთი დღით მაინც და ამ ქვეყნისთვის გააკეთებს რამეს. ნუ აქცია პარლამენტში მუშაობა ზოგზოგიერთმა, რაღაც ერის ღალატად, ხმა იმისთვის მისცეს პოლიტიკურ პარტიებს, რომ აქ მოვიდნენ და იმუშაონ. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხზე თუ არ შემოვიდნენ და ხმა არ მისცეს, აბა, პოლიტიკური პარტიები საერთოდ რისთვის არსებობენ ძალიან მაინტერესებს? თუ ამბობენ, რომ მრავალპარტიული ქვეყანა გვინდაო, თუ უნდათ, რომ ქვეყანა 2024 წლიდან იყოს მრავალპარტიული, 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში როგორ აპირებენ მრავალპარტიულობას ძალიან მაინტერესებს? პოლიტიკური პროცესი რა ჰგონიათ? პარტიები რისთვის შექმნეს? სახელმწიფოსთვის რაც კარგია, ხმა თუ არ მიეცი და ერთხელ თუ არ იკადრე და შემოხვედი, აბა, საერთოდ რისთვის არსებობენ ეს პარტიები?

ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მივიღეთ და ამისკენ მოვუწოდებთ ყველას. ერთმანეთს კი ნუ უყურებენ იმ ოპოზიციაში, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები!“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „რეპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები თუ დაინახავენ, რომ უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა, მათ ქვეყნის მომავალზე უარის თქმა ძალიან გაუჭირდებთ. მისივე თქმით, თუ მას ექნება შესაძლებლობა, ხმა მისცეს კანონპროექტს, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას, თავს უფლებას არ მისცემს, რომ ასეთ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა