კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, რომ გირაოს გადახდა მოხდება, შეიძლება პირადად მელიას მხრიდან არა, მაგრამ მისი მეგობრების მხრიდან, თავის თავზეა დამოკიდებული იქნება გარეთ თუ შევა ციხეში

თავის თავზე არის დამოკიდებული იქნება გარეთ თუ შევა ციხეში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გირაოს თანხის გადაუხდელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ გირაოს თანხის გადახდა მოხდება.

„ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, აქ არის საქმე კონკრეტულ დანაშაულზე, შესაბამისად, მას მოუწევს გირაოს გადახდა. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ, რომ ის არ გადაიხდის. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი სცენები და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გირაოს გადახდა მოხდება. შეიძლება პირდაპირ მისი მხრიდან არა, მაგრამ მისი მეგობრების მხრიდან. თავის თავზე არის დამოკიდებული იქნება გარეთ თუ შევა ციხეში. არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არავის დაჭერა არ უხარიათ. ეს ნამდვილად არაა სასიხარულო. მაგრამ, როცა დანაშაული გაქვს ასეთი მძიმე, გვახსოვს 20 ივნისს როგორი მოწოდებები კეთდებოდა და როგორ ხელმძღვანელობდა პარლამენტში შეჭრას, შემდეგ კი გაიპარა და ეს ახალგაზრდები შეატოვა პოლიციას პირისპირ. ასე რომ, ცუდი იყო ყველაფერი რაც მოხდა და იმედი მაქვს, რომ მომავალში არ განმეორდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახადას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება. ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს