გიგა ბოკერია - არანაირი ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს

არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს. საერთოდ, აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი, ასევე, არის პერსონალური გადაწყვეტილებებიც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ამასთანავე, განმარტა, რომ მოცემულ მომენტში პერსონალურ დონეზეც არ არის მიღებული რაიმე სახის საბოლოო გადაწყვეტილება. ბოკერიამ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის არჩევნების დასრულების შემდეგ, ნებისმიერ დემოკრატიულ პარტიაში დისკუსიები იმართება.

„ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა აქტიური დისკუსია გვაქვს პარტიის შიგნით ჩვენი პარტიის გეგმებზე, ბუნებრივია, იმ კონტექსტში, როგორ რთულ ვითარებაშიც არის მთელი ქვეყანა გაყალბებული არჩევნების შემდეგ და პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ეს ჩვეულებრივ ვითარებაშიც ასე იქნებოდა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ფორმალურადაც და რეალურადაც არსებითად ყოველთვის, ყველა დემოკრატიული პარტია ასეთ დისკუსიას მართავს და ამ ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთი დისკუსიის გამართვა. არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ მაქვს. საერთოდ, აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი, ასევე, არის პერსონალური გადაწყვეტილებებიც. არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, საბოლოო. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ბუნებრივია, საზოგადოებას და მათ შორის, მედიას ექნება ამის შესახებ ინფორმაცია. ბუნებრივია, სანამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, წინასწარ ვერანაირ სპეკულაციას ვერ დავიწყებ ვერც ერთ პერსონალურ საკითხზე. ამაში არის დისკუსიის არსი, რომ, როდესაც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება, მათ შორის, პერსონალურიც და გუნდურიც, მერე ხდება ამ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო