გიგა ბოკერია - „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება არ განიხილება, ეს შემიძლია მკაფიოდ გითხრათ

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანება არ იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.

„ეს შემიძლია გითხრათ ძალიან მკაფიოდ, რომ არ განიხილება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „ეს არ განიხილება საერთოდ“.

რაც შეეხება გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ბოკერია ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ პარტიული საკითხები სააკაშვილთან კომუნიკაციით არ წყდება.

„ვერ გეტყვით, ჰქონდა თუ არა უგულავას სააკაშვილთან ბოლო პერიოდში კომუნიკაცია. ისე, ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტნიორ ძალასთან გვაქვს კომუნიკაცია. კომუნიკაცია როდის და ბოლოს ჰქონდა თუ არა მასთან გიგი უგულავას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვიცი თუ არა. არ წყდება სააკაშვილთან კომუნიკაციით ჩვენი პარტიის საკითხები. ჩვენ გამიჯვნის, უფრო სწორად კონკურენციის და ზოგჯერ კრიტიკის ფორმატი გვაქვს ყველა ჩვენ კონკურენტთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასან“. არის საკითხები, სადაც პარტნიორები ვართ ყველა პარტნიორ ძალასთან და არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მაგალითად, ასეთი საკითხია ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნები“, - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა