გიგა ბოკერია „რესპუბლიკელების“ პოზიციაზე - ეს შეცდომა იქნება - ერთჯერადობა არ არსებობს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ თუნდაც ერთჯერადად პარლამენტში შესვლა შეცდომაა, მაშინაც კი თუ პოლიტიკოსს სრულიად გულწრფელი მოტივები ამოძრავებს.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება სისტემა და საარჩევნო რეგულაციები და ეს ასახულია ოპოზიციის მოთხოვნებში, თუმცა ამ ყველაფერს აზრი ეკარგება დამკვიდრებული პრაქტიკის ფონზე, როდესაც ძალაუფლების მქონე პარტია უგულებელყოფს დადგენილ წესებს.

„ჩემი პოზიცია მინდა გითხრათ, რომ ეს შეცდომა იქნება - ერთჯერადობა არ არსებობს. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს. ჩემი აზრით, ამა თუ იმ ადამიანის სრულიად გულწრფელი მოტივებით, ეს არის სერიოზული შეცდომა.

სისტემის ცვლილებებს მნიშვნელობა აქვს, სისტემური ცვლილება ან ზრდის რისკებს დემოკრატიისთვის ქვეყანაში ან ამცირებს და ჩვენს შემთხვევაში პროპორციულობა და დაბალი ბარიერი ამცირებს რისკებს და ზრდის დემოკრატიისთვის შესაძლებლობებს. ამაზე ჩვენ ერთი პოზიცია გვაქვს, ოღონდ, ასევე, ოპოზიციის ერთიანი პოზიცია, რაც საერთო განცხადებაში დაფიქსირდა, მდგომარეობს შემდეგში: თუ მოსულა გაყალბება, რაც მოხდა წინა არჩევნებზე და თუ ეს გასდის იმას, ვისაც ძალაუფლება აქვს, სისტემური ცვლილებები კარგავს მნიშვნელობას, მხოლოდ ერთმანეთთან ერთობლიობაში აქვს ამას ეფექტი ანუ განა არ აქვს მნიშვნელობა საარჩევნო რეგულაციებს და ადმინისტრაციაში ფუნდამენტურ ცვლილებებს, აქვს კი არა, ერთ-ერთი ჩვენი საკვანძო მოთხოვნაა, განა არ აქვს მნიშვნელობა, სისტემა როგორ იქნება, პროპორციული სისტემა და ბუნებრივი ბარიერი, ესეც ჩვენს მოთხოვნებშია და ეს მნიშვნელოვანია, ოღონდ ცალკე აღებული ვერ ცვლის ვითარებას, თუკი ტრადიცია დამკვიდრდა და ვისაც ძალაუფლება აქვს, მოიპარავს არჩევნებს,“ - განაცხადა ბოკერიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა