დავით სერგეენკო “რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივაზე - იმ საკითხებს, რაც შენ ქვეყანას ეხება, არ შეიძლება, რომ სელექციურად მოეკიდო - რომელია შენთვის კომფორტული და რომელი - არა

“რესპუბლიკური პარტიის” მოსაზრებას ოპტიმალურს ვერ დავარქმევდი, მაგრამ აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია იმ კომპრომისების მიღწევაში, რასაც საბოლოო შედეგად უნდა მოჰყვეს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუციის გამართული და სრულყოფილი მუშაობა, როგორიც პარლამენტია, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო “რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივას.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხებისადმი სელექციური მიდგომა არ შეიძლება.

“იმ საკითხებს, რაც შენ ქვეყანას ეხება, არ შეიძლება, რომ სელექციურად მოეკიდო - რომელია შენთვის კომფორტული და რომელი - არა. ასეთი სელექცია არ იქნება სწორი, თუ შემოდიან, შემოვიდნენ”,- განაცხადა სერგეენკომ.

ის ასევე გამოეხმაურა “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერების განაცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველმა გუნდმა შესაძლოა, ოპოზიცია პარლამენტში შეიტყუოს და შემდეგ უბარიერო პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტი აღარ დაარეგისტრიროს.

“მდინარის გადაღმა გადაძახილ-გადმოძახილი არ მგონია სერიოზული. ნუ დაირქმევენ, რომ შემოდიან პარლამენტში, მაგრამ ხომ შეიძლება რაღაც გამჭვირვალე შეკრება, სადაც მსჯელობა იქნება ამაზე. შეთვლა-შემოთვლით ქვეყანა ვერ წავა წინ”,- აღნიშნა სერგეენკომ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო