დავით სერგეენკო ნიკა მელიაზე - კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ნიკა მელიას გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას.

სერგეენკოს თქმით, ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებული საკითხი მარტივი არ არის.

“ეს საკითხი მარტივი არ არის, რადგან მართლმსაჯულებასთან ერთად პოლიტიკური შემადგენელია ძალიან დიდი. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჩემი ღრმა რწმენით, კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას ოპოზიციის, პოზიციის და პოლიტიკური თანამდებობის მიუხედავად. პარლამენტი რა საკითხს დააყენებს, ეს დამოკიდებული იქნება საგამოძიებო ორგანოების დასკვნაზე და მომართვაზე”,- განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახადას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს