ლაშა ჟვანია - ისრაელის მედიასაშუალებებში აქტიურობა გვაქვს, რომ საქართველო გახსნილია ისრაელელი ვაქცინირებული და ასევე არავაქცინირებული ტურისტებისთვის

განსაკუთრებით მედია აქტიურობა გვაქვს ამ დღეებში ისრაელის მედიასაშუალებებში, რომ საქართველო გახსნილია ისრაელელი ვაქცინირებული ტურისტებისთვის, ასევე არავაქცინირებული ტურისტებისთვის, რომლისთვისაც სპეციალური წესებია დაწესებული,- ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებთან განცხადა.

მისი თქმით, არსებობს პოტენციალი, რომ ამ მხრივ საქართველომ დივიდენდები მიიღოს და ამისთვის მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, პანდემიის შემდეგ ასევე გაგრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ისრაელში დასაქმების მიმართულებით. "ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ისრაელს რა ხელშეკრულებებიც აქვს, ითვალისწინებს, რომ მესამე მხარეზე გადაცემა არ შეიძლება, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მესამე მხარეს გადაეცეს ვაქცინა, სხვა მხრივ, მუდმივი თანამშრომლობა არის ჩვენს სპეციალისტებს შორის. ვმუშაობთ და ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ინტენსიურად ისრაელის მხარესთან დასაქმების მიმართულებით, ხელშეკრულება ხელმოწერილია და პროცესი გაგრძელდება, ოქმების დონეზეა ახლა პროცესი, ალბათ, კოვიდი რომ ჩაივლის, იქნება საშუალება, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ და დავასრულოთ ამ მიმართულებით მუშაობა. რაც შეეხება პოსტკოვიდურ და ტურიზმის თვალსაზრისით მდგომარეობას, რაც ჩვენი ინტერესია, უკვე თებერვალში ჩვენ გვექნება პირველი რეისი, რომლითაც ტურისტები ჩამოვლენ. 20 თებერვლამდე ისრაელის აეროპორტი დაკეტილია. პოტენციალი, რა თქმა უნდა, არსებობს, ამისთვის ვმუშაობთ, განსაკუთრებით მედიააქტიურობა გვაქვს ამ დღეებში ისრაელის მედიასაშუალებებში, რომ საქართველო გახსნილია ისრაელელი ვაქცინირებული ტურისტებისთვის და ასევე არავაქცინირებული ტურისტებისთვის, რომლისთვისაც სპეციალური წესებია დაწესებული და პისიარტესტი სავალდებულია. თავად ისაელელები ელოდებიან განსაკუთრებით საქართველოს,"- განაცხადა ჟვანიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს