ბექა ოდიშარია ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია დღეს საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბექა ოდიშარიამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა გერმანიის ისტორიულ მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში პირველი რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში გერმანიის სამი წარმომადგენლობა არსებობდა.

მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის რესპუბლიკის ელჩი აგრძელებს საქართველოსთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობის ასწლიან ტრადიციას. შეხვედრაზე განიხილეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების მდგომარეობა გერმანიაში. ჰუბერტ ქნირშმა ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობის ინტერესი გამოხატა, რათა მოხდეს საქართველოს მეტი პოპულარიზაცია და განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით მას კონკრეტული ხედვები აქვს.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კავკასიაში და მთლიანად რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და შევთანხმდით სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე, რამდენადაც გამოიკვეთა ერთნაირი ხედვები და პროექტები, რომელთა საშუალებითაც ჩვენ შეიძლება მეტი ევროპა შემოვიყვანოთ საქართველოში და ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ვბრუნდებით ევროპაში, ჩვენს ისტორიულ არეალში. გერმანიის საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ამ მიმართულებით კომიტეტთან ერთად გასწიოს შესაბამისი ძალისხმევა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო