პრემიერ-მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოში იაპონიის ახალ ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. პრემიერ-მინისტრმა იაპონელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ იაპონია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მტკიცე მოკავშირეს წარმოადგენს.

საუბრისას ხაზი გაესვა COVID-19-ის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იაპონიის ელჩს პანდემიის პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი აფასებს ამ კუთხით იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა