გიგი წერეთელი - გადახალისება, გადააზრება, მომავალზე ლაპარაკი მოიცავს იმასაც, რომ რაღაც გარკვეული ცვლილებები იყოს, ეს მე ვიქნები, პეტრე თუ პავლე

გადახალისება, გადააზრება, მომავალზე ლაპარაკი მოიცავს იმასაც, რომ რაღაც გარკვეული ცვლილებები იყოს, ეს მე ვიქნები, პეტრე თუ პავლე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიას რამდენიმე წევრი ტოვებს.

მისივე თქმით, პარტიის გადაწყვეტილებები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

"როდესაც არის ლაპარაკი მსჯელობაზე, ცვლილებებზე, მოსალოდნელ რაღაც გადანაცვლებაზე ყველაფერი შეიძლება იყოს. რატომ უნდა დავტოვო ჩემი დაფუძნებული პარტია?! არის რაღაც გარკვეული პერიოდი, რამდენიმე დღე, ამ პერიოდში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს რა ხდება, როგორ ვლაგდებით და როგორი არის მომავალი ამ პარტიის. არაფერი დრამატული ამ წუთას არ არის, მე მგონი, სხვაგან უფრო ბევრი რამ მოხდა ვიდრე "ევროპულ საქართველოში". გადახალისება, გადააზრება, მომავალზე ლაპარაკი მოიცავს იმასაც, რომ რაღაც გარკვეული ცვლილებები იყოს, ეს მე ვიქნები, პეტრე თუ პავლე", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა