ნიკა გვარამიას განცხადებით, პროკურატურა იტყუება, როცა ამბობს, რომ "პორშეს" მარკის ავტომობილი მის საკუთრებაში იყო

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებით, პროკურატურა იტყუება, როცა ამბობს, რომ "პორშეს" მარკის ავტომობილი მის საკუთრებაში იყო.

როგორც გვარამია განმარტავს, აღნიშნული ავტომობილი მას შემდეგ გადავიდოდა საკუთრებაში, როცა თანხას სრულად დაფარავდა.

"დიახ, "პორშე" გამოვტყუე "ტოიოტას" ცენტრს ოღონდ, "რუსთავი 2"-სთვის, ის არ შემიძენია, რადგან შეძენა ნიშნავს საკუთრებაში გადასვლას. ეს "პორშე" არასდროს ყოფილა საკუთრებაში, ნამდვილად დადასტურდება დღეს, რომ არსებულ, დადგენილ ბიუჯეტს ზემოთ იყო ეს "პორშე". სარეკლამო ფირმის საკუთრებაში იყო, გვქონდა განვადების ხელშეკრულება, ჩემ საკუთრებაში გადმოვიდოდა, როცა ამ ყველაფერს სრულად გადავიხდიდი და შესაბამისად, სარეკლამო კომპანია "რუსთავი 2"-ს გადაუხდიდა. ეს "პორშე" შემეძლო "ტოიოტას" ცენტრისგან მეყიდა "რუსთავი 2"-ის გვერდის ავლით და ის ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებდა. მე როგორც ყოველთვის, ჩემი კომპანიისთვის ვიმუშავე, როგორც ყოველთვის, პროკურატურა ტყუის, რომ რამე შევიძინე - არ შემიძენია", - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს