ბექა ოდიშარია - ნიკა მელიამ მგონი ცხელ გულზე განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის

განცხადებები ბევრი პოლოტიკოსის ვნახეთ, რომ რაღაცას არ გააკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს, მელიამ მგონი ცხელ გულზე განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ბექა ოდიშარია ფიქრობს, რომ ნიკა მელია გირაოს თანხას მაინც გადაიხდის.

"წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მგონი ცხელ გულზე განაცხადა, რომ არ გადაიხდის. მე ვფქირობ, რომ პარლამენტის წევრი მითუმეტეს, უნდა იყოს ანგარიშვალდებული და პირნათელი კანონის აღსრულებასთან, მე ვფიქრობ, რომ გადაიხდის გირაოს. ეს არ არის სწორი საქციელი პოლიტიკოსის მხრიდან, თუმცა, განცხადებები ბევრი პოლოტიკოსის ვნახეთ, რომ რაღაცას არ გააკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს, ამიტომ წინ რატომ გავუსწრო მოვლენებს და ვთქვა ნეგატიური რამ, როცა ადამიანს შანსი აქვს და ჯერ კიდევ აძლევს კანონმდებლობა შანსს, რომ გადაიხადოს,"- განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახდას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო