მეუფე მიქაელის ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე სასულიერო პირებმა პეტრე ცაავაზეც ისაუბრეს

მეუფე მიქაელის ინფორმაციით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე სასულიერო პირებმა პეტრე ცაავაზეც ისაუბრეს. როგორც მან სინოდის სხდომის დასრულებისას განაცხადა, მოგვიანებით გამოქვეყნდება ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც დღეს სინოდმა იმსჯელა.

"მეუფე პეტრეზე განსაკუთრებულად არ იყო საუბარი, გარკვეული აზრები გვქონდა ერთმანეთში. რაც სინოდზე მოხდა, ამას პუნქტუალურად ჩამოყალიბებულს გააკეთებს მისი უწმინდესობისგან და სინოდისგან განკუთვნილი პიროვნება, ერთ-ერთი მღვდელთმთავარი",-აცხადებს მეუფე მიქაელი.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა კომისია შეიქმნება პეტრე ცაავასთან დაკავშირებით და რა საკითხებს შეისწავლის ის, მეუფე მიქაელი დასძენს: "მაგ კომისიის თაობაზე შემდეგ ყველაფერს გეტყვით",- აცხადებს მეუფე მიქაელი.

შეგახსენებთ, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან წმინდა სინოდმა გადააყენა. აღნიშნულის მიზეზი მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები გახდა. მის ნაცვლად კი ჭყონდიდის ეპარქიაში გრიგოლ კაცია დაინიშნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს