მეუფე მიქაელი ვაქცინაციაზე - ჯერ ჩამოყალიბდნენ ის პროფესიონალი, კომპეტენტური პიროვნებები, რომლებსაც ექიმები ეწოდებათ - ჯერ მსოფლიოში არ დალაგებულა ეს თემა

მეუფე მიქაელის განცხადებით, წმინდა სინოდმა კორონავირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც იმსჯელა, რაზეც გადაწყვეტილება გამოქვეყნდება. მისი განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მღვდელმთავრები ფიქრობენ, რომ “ჯერ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალი კომპეტენტური პიროვნებები, რადგან ჯერ მსოფლიოშიც არ დალაგებულა ეს თემა“.

"ვაქცინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც გამოქვეყნდება, ისევ იმ აზრზე ვართ“, - აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

ამასთან, კითხვაზე, მრევლს არჩევანის თავისუფლება ექნება თუ არა, მეუფე დადებითად პასუხობს.

"როგორ შეიძლება ახლა, გითხრათ: „გინდა, თუ არა ეს გააკეთე“ ან „გინდა თუ არა ის გააკეთე“ . მეც ვინ მეტყვის, რა უნდა გავაკეთო. ვფიქრობთ, რომ ჯერ ჩამოყალიბდნენ ის პროფესიონალი, კომპეტენტური პიროვნებები, რომლებსაც ექიმები ეწოდებათ. ჯერ მსოფლიოში არ დალაგებულა ეს თემა... ყველაფერი რომ დამტკიცდება და ჩამოყალიბდება... იცით, რას გეტყვით? თქვენგან, ვინც შეკითხვას მისვამთ, ბევრი მამა, ბევრი დედა ბრძანდებით, თქვენს შვილს უბრალო წამალიც რომ მიაწოდოთ, შეიძლება ცხრა ექიმთან გადარეკოთ და იქიდან გამომდინარე იმსჯელოთ და ჩვენ? აგერ, დაახლოებით მიხვდით, რაც გითხარით“, - მიმართა მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა