ბექა ოდიშარია “რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივაზე - პარლამენტში ერთჯერადად შემოსვლა ნაკლებ სერიოზულია, აჯობებს შემოვიდნენ

პარლამენტში ერთჯერადად შემოსვლა ნაკლებ სერიოზულია, აჯობებს შემოვიდნენ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან , "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "რესპუბლიკური პარტიის" პარლამენტში შესვლა საკანონმდებლო პროცესს წაადგებოდა.

"ყველა იმ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ, რომელიც პარლამენტში შემოსვლას უკავშირდება. ერთჯერადად შემოსვლა, რა თქმა უნდა, ნაკლებ სერიოზულია, აჯობებს შემოვიდნენ. "რესპუბლიკური პარტია" ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ხანგრძლივი ისტორიის მქინე პარტიაა და ვფიქრობ, მათი შემოსვლით საპარლამენტო მუშაობის პროცესი მხოლოდ მოიგებდა,"- განაცხადა ოდიშარიამ.

ცნობისათვის, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ მმართველი გუნდი ნულოვანი ბარიერით პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს დაარეგისტრირებს, რესპუბლიკური პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და მხარს დაუჭერს კანონპროექტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა