მამუკა მდინარაძე - ვიღაცას ნულოვანი ბარიერი ურჩევნია და ვიღაცას 3%-იანი, ასე ვერ გადავწყვეტთ - ვეპატიჟებით პარლამენტში, დადონ შესაბამისი არგუმენტები და მივიღოთ გადაწყვეტილებები

ვიღაცას ნულოვანი ბარიერი ურჩევნია და ვიღაცას 3%-იანი, ასე ვერ გადავწყვეტთ. ვიმსჯელოთ, ვეპატიჟებით პარლამენტში, დადონ შესაბამისი არგუმენტები და მივიღოთ გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „რესპუბლიკური პარტიის” ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, 3, ან 5 დეპუტატის პარლამენტში შესვლა ან გასვლა კი არაა პრიორიტეტი, არამედ ქვეყნის ბედი წყდება.

„მათი ამ პოზიციის საპასუხოდ ყველა მათგანს ვურჩევ, თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა გადაახვიონ უკან, მე პირადად, ბრიფინგი მაქვს ჩატარებული ამ საკითხზე და სიტყვა-სიტყვით პასუხს ვაგებ, იმასთან დაკავშირებით, რაც ამ ბრიფინგზე ვთქვით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სპეციალურად მათთვის, ვინც არ გაიგო, ის რაც ვთქვით. 0-დან 3%-მდე ისედაც გვაქვს მემორანდუმზე ხელი მოწერილი, რომელიც ყველა პარტიისთვის ღიაა, შეუძლიათ მობრძანდნენ და გარანტიაა იმისა, რომ 113 დეპუტატზე მეტი, თუ იქნება საქართველოს პარლამენტში 0-დან 3-მდე იქნება ბარიერი. 3, ან 5 დეპუტატის პარლამენტში შემოსვლა, ან გასვლა კი არაა პრიორიტეტი, აქ ქვეყნის ბედი წყდება. არგუმენტების გარეშე, იმიტომ რომ ვიღაცას ნულოვანი ბარიერი ურჩევნია და ვიღაცას 3%-იანი, ასე ვერ გადავწყვეტთ. ვიმსჯელოთ, ვეპატიჟებით პარლამენტში, დადონ შესაბამისი არგუმენტები და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელსაც ცალკე ჩვენ მარტო ვერ მივიღებთ. ვიმსჯელოთ, 0-დან 3 %-მდე ბარიერი ხელში უჭირავთ და ვიმსჯელოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო