პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად ყალიბდება

პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის საფუძველზეც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყოფა და ორ უწყებად - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდ ყალიბდება. ცვლილება 57 კანონში ხორციელდება.

საკანონმდებლო პაკეტს ხვალ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი განიხილავს, რომელსაც მთავრობის საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი წარადგენს.

პროექტის გათვალისწინებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებული თანამშრომლები უკონკურსოდ გადაინიშნებიან შესაბამის სამინისტროებში (განათლების და მეცნიერების სფეროში დასაქმებულები - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხოლო კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულები - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში). ის თანამშრომლები, რომელიც სფეროების მიხედვით არ მუშაობენ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაინიშნებიან.

კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში, მთავრობამ უნდა შექმნას კომისია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გადასაცემი აქტივების, მიმდინარე ვალდებულებების, დოკუმენტაციის (არქივის) განსაზღვრას, განკარგვას და მათთვის გადაცემას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა