მამუკა მდინარაძე - საერთო ოპოზიციური ფორმატი უკვე ჩამოშლილია

საერთო ოპოზიციურ ფორმატს ხელი შეშლილი აქვს და ჩამოშლილიც არის უკვე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ოპოზიციის ჩამოშლის გადაფარვას „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაზე საუბრით ცდილობენ და "ქართულ ოცნებაში" დაპირისპირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

„დღე არ გავა, ეს ჩამოშლა რომ არ გაგრძელდეს. ლიდერები ტოვებენ პარტიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ის რადიკალიზმი, რომელსაც საფუძველია არ გააჩნია, არაა მისაღები და შედეგიანი და ამიტომ ხდება ოპოზიციის ჩამოშლა. რადიკალური ოპოზიცია ჩამოშლის პირასაა და პრაქტიკულად ჩამოიშალა, ამ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მედიასაშუალებები საუბრობენ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ყველა სიტყვა ტყუილია. დაპირისპირების მაგვარიც კი არაა. ერთადერთი, რაც მმართველ გუნდში ხდება ისაა, რომ დისკუსია მიდის რეალურ თემებსა და საქმეებზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“, მდინარაძის თქმით, ოპოზიციის ჩამოშლა ყველაზე მეტად „ევროპულ საქართველოს“ ეხება.

„სამ პროცენტიანებს რომ ვეძახდით, სწყინდათ და ბოლოს სამი პროცენტი მიიღეს. მათ რაც საკუთარ თავს დამართეს და რაც ბოკერიამ საკუთარ პარტიას დამართა, ის ვერავინ ვერ დამართა ვერც ერთ პარტიას. საკუთარი გაუთვლელი, არასწორი ნაბიჯებით, ჩამოაქციეს საკუთარი პარტია და ბუნებრივია შიდა პრობლემებიც ექნებათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა