მამუკა მდინარაძე - სააკაშვილის მოწოდებაა, რომ ნიკა მელია თავისი ფეხით წავიდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა - დარწმუნებული ვარ, გირაოს გადაიხდის, არცერთ „ნაციონალს“ არ აქვს ფსევდოგმირობის თავი

მიხეილ სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, რომ ნიკა მელია თავისი ფეხით, თავისი სურვილით, თავისი გადაწყვეტილებით წავიდეს და ჩაჯდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა და გამოიყვანოს ე.წ. ფსევდო გმირი ნიკა მელიასგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას აქვს ორი არჩევანი, კანონს დაექვემდებარება თუ მიხეილ სააკაშვილს.

„აქ არის ძალიან მკაფიო სიტუაცია - ნიკა მელია დაექვემდებარება და დაემორჩილება კანონს თუ მიხეილ სააკაშვილს. მესამე ვარიანტი არ არის. მიხეილ სააკაშვილის იდეა და მოწოდებაა, რომ ის თავისი ფეხით, თავისი სურვილით, თავისი გადაწყვეტილებით წავიდეს და ჩაჯდეს ციხეში, რაც თვითონ ვერ გააკეთა და გამოიყვანოს ე.წ. ფსევდო გმირი ნიკა მელიასგან. ამით ცეცხლი დაანთოს, მეტი შანსი აღარ აქვს და მეორეს მხრივ ეს ყველაფერი გამოიყენოს იმისთვის, რომ ნიკა მელიას საერთაშორისოდ თუ შიდა მოხმარებისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსი რამენაირად აკიდოს. მისი მიზანი ესაა. ამასთან, ნიკა მელია დარწმუნებული ვარ გირაოს გადაიხდის. თუ დააკვირდებით, სამი დღის განმავლობაში, თქვენთან, ჟურნალისტებთან ერთად, ისინი ალაგებენ ერთ მესიჯს, რომ, თითქოს, ჩვენ გავიქცევით და ნიკა მელიას გადავუხდით გირაოს. წარმოიდგინეთ პიარული თავხედობის ხარისხი და დონე. ამისთვის რეალურად გახმოვანდა ინფორმაცია, რომ ისინი ცდილობენ მოძებნონ ადამიანი, რომელიც გირაოს გადაიხდის და შემდეგ ქვეყანას დატოვებს, კითხვები ჟურნალისტებმა რომ არ დაუსვან ამ კონკრეტულ ადამიანს, იტყვიან, რომ, თითქოს, ეს ადამიანი იყო ხელისუფლებისგან მიგზავნილი და ჩუმად შეუცურა გირაოს თანხა. საოცრებას კადრულობენ და იგონებენ. ორი დღეა ვამბობთ, რომ არ აქვთ იმის თავი ეს გირაო რომ არ გადაიხადონ, იმიტომ რომ ასე მკაფიო სიტუაცია როცა თავის თავს იჭერს ადამიანი, ბუნებაში არ არსებობს.

ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, გულზე მჯიღების დარტყმით იძახა, რომ არც გადავიხდი, ვერც დამიჯერეთ, ამისი თავი არ აქვს. ეგონა, რომ პროკურატურა ხვეწნას დაუწყებდა, მაგრამ არ დაუწყო. ახლა არიან ცუდ სიტუაციაში. ინფორმაციაც გახმოვანდა, რომ ეძებენ ადამიანს, რომელიც გადაიხდის გირაოს და დატოვებს ქვეყანას. გადაიხდის დარწმუნებული ვარ, არცერთ „ნაციონალს“ არ აქვს ფსევდოგმირობის თავი, რეალურად მოუწევს უკან დახევა, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს 40 000 ლარის გადახდას, ან აღნიშნული თანხის ექვივალენტური უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას ითხოვს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა