პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კულტურის საპარლამენტო კომიტეტის შექმნის ინიციატივაზე ხვალ იმსჯელებს

ხვალ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კულტურის საპარლამენტო კომიტეტის შექმნის ინიციატივაზე იმსჯელებს.

როგორც ცნობილია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციისა და ორ უწყებად ჩამოყალიბების პარალელურად, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიც ორ ნაწილად გაყოფა იგეგმება.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტი მიხედვით, პარლამენტში არსებულ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს, კულტურა გამოეყოფა და ცალკე კომიტეტად ჩამოყალიბდება. ცვლილებების პროექტის ავტორია ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ხოლო ინიციატორი თავად ფრაქცია.

“კულტურის, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროს, წარმომადგენელთა ინტერესების მეტად წარმოჩენის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის ხელშესაწყობად, ამასთანავე, იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა კიდევ უფრო წარმატებით შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება, როგორც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის, ასევე კონტროლისა და ზედამხედველობის კუთხით, მიზანშეწონილია ცალკე გამოიყოს კულტურის კომიტეტი“, - განმარტავს პროექტის ავტორი.

ამ დროისთვის პარლამენტში 15 კომიტეტი ფუნქციონირებს. მათ შორის არის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი და ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს