ჰუბერტ ქნირში - მოხარული ვარ, რომ დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე - იმედი მაქვს, პარლამენტი მიიღებს შესაბამის ცვლილებებს

მოხარული ვარ, რომ დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე, იმედი მაქვს, პარლამენტი გაითვალისწინებს კომისიის დასკვნებს და მიიღებს შესაბამის ცვლილებებს, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ეფექტური იყო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა.

,,არჩევნების შეფასებაზე უკვე მოვისმინეთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება, მათ შორის ეუთოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ბოლო შეფასება ევროკომისიისა. ეს არჩევნები იყო ეფექტური და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, მიუხედავად იმისა, რომ იყო სიტუაციები რომელიც გამოსწორებას საჭიროებს. მოხარული ვარ, რომ დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. იმედი მაქვს პარლამენტი გაითვალისწინებს კომისიის დასკვნებს და მიიღებს შესაბამის ცვლილებებს“, - აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო