ანა დოლიძე - ქობულეთში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით, განათლების, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი უნდა მოვთხოვოთ

ქობულეთში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით, განათლების, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი უნდა მოვთხოვოთ, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ქობულეთში არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს.

მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი საზარელი ფაქტები პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო უწყებების გაუმართავ და უპასუხისმგებლო მუშაობასთან.

„სამწუხაროდ, ქობულეთში მომხდარი ტრაგედია არ არის პირველი შემთხვევა. ბოლო წლების განმავლობაში გვახსოვს არაერთი მოზარდის გარდაცვალების თუ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი. მაჰათმა განდი სიტყვებით - „საზოგადოება ხასიათდება იმით, თუ როგორ ექცევა იგი მის ყველაზე სუსტ და მოწყვლად წევრებს“. ამ სიტყვებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ამ საზარელი შემთხვევებიდან გამომდინარე ნამდვილად არ ხასიათდება კარგად. საზოგადოების ყველაზე სუსტ და მოწყვლად წევრებს, კონკრეტულად ბავშვებს და მოზარდებს ჩვენ სათანადოდ ვერ ვუფრთხილდებით“, - განაცხადა დოლიძემ.

სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ანა დოლიძემ ის სამი სახელმწიფო სტრუქტურა დაასახელა, რომლებსაც ასეთ ვითარებაში რეაგირება უნდა მოეხდინათ.

„პირველი და უმთავრესი, ვინც უნდა რეაგირებდეს ასეთ შემთხვევებზე არის სკოლა - განათლების სამინისტრო. დასავლეთის ქვეყნებში საკმარისია ბავშვი ერთხელ მაინც მივიდეს სკოლაში დალურჯებული ან ხელდაშავებული, მაშინვე ერთვება სკოლის მექანიზმები, რათა გაარკვიოს ბავშვის მიმართ ძალადობას ხომ არ ჰქონია ადგილი. ქობულეთის შემთხვევაში პირველი ფიასკო ისევ განათლების სისტემაში უნდა ვეძებოთ, სადაც ცოტა ხნის წინ ვიხილეთ ჩხოროწყუს აღმაშფოთებელი შემთხვევა. სკოლას უნდა მოეხდინა რეაგირება პირველივე ინფორმაციაზე, რომელიც მან მიიღო ამ გოგონასთან დაკავშირებით. მოეძებნა ფსიქოლოგები და აეტეხა განგაში. მეორე უწყება შსს-ს ადგილობრივი სამსახურია, რომელსაც ფაქტია, მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია, რათა დაეცვა მოზარდი. გარდა ამისა, შსს-ში მილიონობით ლარი იხარჯება მართლწესრიგის ოფიცრებზე. ეს ხალხი მსგავსი შემთხვევების პრევენციაზე უნდა მუშაობდეს, დადიოდეს ოჯახ-ოჯახ და იგებდეს ინფორმაციას ჩვენი სოციუმის მდგომარეობის შესახებ. მართლწესრიგის სამსახურის ხელმძღვანელობამ კეთილი უნდა ინებოს და წარმოადგინოს საქმიანობის ანგარიში, რათა ვიცოდეთ რაში ვხარჯავთ მილიონობით ლარს. მესამე უწყება არის ჯანდაცვის სამინისტრო თავისი სოციალური მომსახურების სააგენტოთი. ამ სააგენტოს ჰყავს მაღალანაზღაურებადი ხელმძღვანელი და სწორედ ასეთი ვითარების პრევენცია, მოზარდების დაცვა და მათთვის სოციალური მხარდამჭერის გამოცხადება არის ამ სამსახურის მოვალეობა. ამ სამ უწყებას - განათლების სამინისტროს, შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მოვთხოვთ პასუხი ქობულეთში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშირებით. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს და უნდა მოვითხოვოთ პასუხი წინა შემთხვევებზეც. ეს არ არის მხოლოდ გაყალბებული არჩევნების და პოლიტიკის საკითხი. ჩვენს ქვეყანაში არსებულ განუკითხაობას ეწირებიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი და პატარა წევრები“, - განაცხადა ანა დოლიძემ „ფეისბუკ“ ლაივში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა