გიორგი ბარამიძე „რესპუბლიკელებზე“ -  გაგვაკვირვა ასეთმა დამოკიდებულებამ პარტნიორებთან მიმართებით, როცა წინადადება, რომელიც საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, გაგვაგებინეს პრესის მეშვეობით

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარეს ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებულ საკითხზე საკუთარ პოზიციასთან დაკავშირებით ბლოკის წარმომადგენლებთან არ უსაუბრია და გაკვირვებულია იმით, რომ მისი მოსაზრების თაობაზე კოლეგები საქმის კურსში მედიის საშუალებით ჩააყენა.

როგორც ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „რესპუბლიკელების“ წინადადება „საერთოდ მოწყვეტილია რეალობას“ და „ამოვარდნილია საერთო ოპოზიციური შეთანხმებიდან“.

მისივე თქმით, ყველას აქვს შეცდომის დაშვების უფლება, თუმცა ეს ვითარება პარტნიორებს შორის ნდობის ფაქტორზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

„ჩვენი პოზიცია ნათელია - ძალიან გაგვაკვირვა ამგვარმა განცხადებამ, არა მარტო იმ კუთხით, რომ სრულიად ამოვარდნილია ის იმ საერთო ოპოზიციური შეთანხმებიდან, რომელიც ყველასთვის ცნობილია, უფრო მეტად გაგვაკვირვა ასეთი გამოცდილი პარტის მხრიდან ასეთმა დამოკიდებულებამ პარტნიორებთან მიმართებით, როდესაც ჩვენ ეს წინადადება, რომელიც საერთოდ მოწყვეტილია რეალობას, გაგვაგებინეს პრესის მეშვეობით.

მე არ ვიცი, რა პრობლემას ხედავდნენ ისინი, რომ ასეთი აზრი, თუნდაც მისაღები, მიუღებელი, რეალისტური, არალეალისტური, ელემენტარულად გაევლოთ ჩვენთან. სხვებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ სხვას თუ არ შეეკითხებოდნენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხომ მაინც უნდა შეკითხოდნენ, როგორც მინიმუმ, 36 მანდატი გვაქვს? - გაიგებდნენ პასუხს ძალიან მკაფიოდ და მე ვფიქრობ, ავტომატურად აზრიც დაეკარგებოდა ამგვარი რამის საჯაროდ გაცხადებას. ალბათ, წინასწარვე იცოდნენ, როგორც ჩანს, ჩვენი პოზიცია, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის დაეხვედრებინათ პრესაში. ძალიან არაკოლეგიალურია. ძალიან რბილად ვსაუბრობ, იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში მინდა, რომ ყველანაირი ერთობა, რაც კი მიღწეულია აქამდე, იქნას შენარჩუნებული. არავინ არ არის ამ პროცესიდან გასარიყი, შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ძალიან უცნაური დამოკიდებულებაა პარტნიორების მიმართ.

მე მგონი, მათ დღეს გააკეთეს თვითონვე განცხადება, რომ გაიგეს პარტიების აზრი, რომ ეს მიუღებელია და საკითხი მოიხსნაო და ამის გაგებას რა უნდოდა?! პრესით საუბრის ნაცვლად, უბრალოდ, შეეძლოთ ჩვეულებრივად, თუნდაც ნიკა მელიასთვის ან ნებისმიერი ჩვენგანისთვის დაერეკათ და ეკითხათ. ეს ძალიან დაარტყამს ნდობას ამ ურთიერთობაში, მაგრამ შევეცდებით, რომ რამენაირად გადავლახოთ,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ამასთანავე, როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ბარიერის გადალახვის არანაირი პრობლემა, თუკი საერთო ოპოზიციური ერთიანობა მოითხოვს, მათთვის რაიმე პრინციპული მიუღებლობა შეიძლება ამ საკითხის ირგვლივ არც არსებობდეს.

„ეს და სხვა საკითხებიც შეიძლება იქნას განხილული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბარიერის გადალახვის პრობლემა, თუკი ჩვენი ერთიანობა მოითხოვს და საერთო ოპოზიციური ერთიანობა მოითხოვს, ჩვენთვის რაიმე პრინციპული მიუღებლობა შეიძლება არ იყოს აქ. თუმცა, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელიც საკმაოდ მოწყვლადი ქვეყანაა, ექსტრემიზმისა და სეპარატიზმის წინააღმდეგ დასაცავად, შესაძლებელია აუცილებელიც იყოს რაღაც დოზის მცირე ბარიერი მაინც რომ იყოს, მაგრამ თუ ამის გამო დაინგრევა რაღაც ერთობა და ერთიანობა, რომ ეს შეიძლება არ იყოს ისეთი პრინციპული პოზიცია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რომ ჩვენ რაღაც კატეგრიულად უარი ვთქვათ. ჩვენ ყველა საკითხს ვიხილავთ კოლეგიალურად და კომპლექსურად,“- განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მზადაა პარლამენტის სხდომებზე მივიდეს და კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა, თუ დღის წესრიგში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარების საკითხი დადგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს