პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას განაცხადა, რომ ის "მეგობრისგან ნათხოვარი მანქანით გადაადგილდებოდა".
პროკურორის თქმითვე, "ბარტერით" შეძენილი მანქანით "რუსთავი2"-ს სარგებელი არ მიუღია.
"დღეს მოწმეები "პორშე მაკანი ესის" შესყიდვასთან დაკავშირებით დაიკითხნენ, მათ ის ჩვენება, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდათ მიცემული დაადასტურეს, რომლის მიხედვითაც ნიკა გვარამია ნამდვილად იმყოფებოდა ე.წ. "პორშეს" ცენტრში, აარჩია მანქანა და პირადად გადაწყვიტა აღნიშნული მანქანის შეძენა და "რუსთავის2"-ზე განსათავსებელი რეკლამის სანაცვლოდ მას უნდა შეეძინა ავტომობილი. ამით "რუსთავი2"-ს არანაირი სარგებელი არ მიუღია, ეს ავტომობილი კერძო პირს რჩებოდა. საინტერესოა, გამოძიების ეტაპზე რას გვპასუხობდა ბრალდებული, როცა მისი დაკითხვა მიმდინარეობდა. მას კითხვა დავუსვით მის ქონებებთან დაკავშირებით და მან ერთ-ერთ პასუხში განმარტა, რომ არანაირი ქონება არ გააჩნია, მათ შორის, არანაირი ავტომობილი არ ჰყავს არც მას და არც მის ოჯახის წევრებს. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, მათ შორის, ფარული, დადასტურდა, რომ მისი ოჯახი სარგებლობდა ერთ-ერთი კომპანიის სახელზე გაფორმებული ავტომობილით, ამის შემდეგ ის გახდა იძულებული, ტელევიზიით განეცხადებინა, რომ მანქანა ჰყავს და ამაში უკანონობა არაფერია, ამის შემდეგ მოხდა კომპანიისთვის მანქანის დაბრუნება."მანქანაც კი არ მყავს, მეგობრისგან ნათხოვარი მანქანით დავდივარო", ეს ციტატა თქვა", - განაცხადა გუბელაძემ.