გრიგოლ გეგელია - პარლამენტში რაც ხდება, ამ უსახური შოუს მიმართ, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციონერი შეუერთდა, უნდა გვქონდეს პროტესტი და უგემოვნოდ მივიჩნიოთ, განხილვაში არც კი უნდა შევიდეთ

"ლელოს" ერთ-ერთი წევრის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მათთვის სახელმძღვანელო ბარიერის პრინციპი ვერ იქნება, რადგან პარტიამ საკუთარი ელექტორალური პოტენციალი კარგად იცის.

გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება „უსახური შოუა“, რომლის მიმართ თითოეულ ადამიანს პროტესტის გრძნობა უნდა ჰქონდეს.

„ჩვენ არანაირი ბარიერიდან არ ამოვდივართ. „ლელომ“ ძალიან კარგად იცის თავისი ელექტორალური პოტენციალი. სამწუხაროდ, ჩვენი ხმები მიტაცებულია. ამიტომ, ჯერ არ ჩანს ზუსტი პოტენციალი, რომელიც „ლელოს“, როგორც თვისობრივად ახალ ძალას გააჩნია. ახალ ძალას არა იმიტომ, რომ ბევრი ახალი სახე ვართ, არამედ იმიტომ, რომ თვისობრივად განსხვავებული პოლიტიკური ძალა ვართ სხვა ხედვით და ჩვენი „მარშალის გეგმით“, რომელიც ძალიან ადეკვატურია. ამიტომ, ჩვენთვის სახელმძღვანელო ბარიერის პრინციპი ვერ იქნება.

რაც შეეხება დემოკრატიულობის თვალსაზრისით ამ ყველაფრის შეფასებას, მიგვაჩნია, რომ ამ ე.წ. პარლამენტთან არავითარ შემხებლობაში არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ, რადგან დღეს ქართველი ხალხის პოლიტიკური ნება ამ პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, მთელი მწუხარებით ვამბობ. ამ ე.წ. არჩევნების რეზულტატი მოწმობს, რომ დემოკრატიული უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტს გარეთ იმყოფებიან და არა პარლამენტში. ამიტომ, პარლამენტი თავისი გაგებით წარმოდგენილი არ არის იმ შენობაში, ის გარეთაა. ხალხმა ვინც აირჩია, ის საზოგადოება გარეთ იმყოფება. შესაბამისად, ეს არ არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც საზოგადოების ან ოპოზიციის ნდობა გააჩნია. იქ რაც ხდება, ეს უსახური შოუ, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციონერი შეუერთდა, ამის მიმართ უნდა გვქონდეს თითოეულ ჩვენგანს პროტესტი და უგემოვნოდ უნდა მივიჩნიოთ. განხილვაში არც კი უნდა შევიდეთ. უგემოვნოდ უნდა მივიჩნიოთ უსახური, ბიძინა ივანიშვილის მავნებლური შოუ, რომელიც იქ მიმდინარეობს. ამას ჰქვია დღეს პარლამენტი მაშინ, როდესაც რეალურად ინსტიტუტები, ეკონომიკა, სახელმწიფოებრიობა ჩამოშლილია“,-განაცხადა გეგელიამ.

მან ხელისუფლებას მიმართა, თუ პრობლემატურ საკითხებზე პასუხები გააჩნია, ოპოზიციასთან საჯარო დებატებში ჩაერთოს.

თუმცა, გრიგოლ გეგელია ფიქრობს, რომ ხელისუფლება კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, „იმალება“.

„ჩვენ ამას არ ვუყურებთ პროცენტული თვალსაზრისით, რადგან ჩვენი პოტენციალის არავითარი ეჭვი არ გაგვაჩნია, თუ რა შეუძლია, „ლელოს“ გააკეთოს და ჩვენ ამას გავაკეთებთ შემდეგ არჩევნებზე, რომელიც თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარდება, თამარ ჟვანიას და მისი აფერისტული მექანიზმის გარეშე. ვიდრე თამარ ჟვანია და ეს აფერისტული მექანიზმი ატარებს არჩევნებს, აბსოლუტურად არავითარი აზრი არ გააჩნია ამ ქვეყანაში არჩევნებსა და დემოკრატიაზე საუბარს“,-განაცხადა გეგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა