მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას განცხადება კიდევ ერთხელ იყო დადასტურება სიმხდალის და საზოგადოების მოტყუების მცდელობის - თითქოს აღტკინება და სურვილი გვაქვს, რომ მაინც და მაინც მას გადავუხადოთ გირაო

თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა, დაანებოს ამ მანიპულაციებს თავი, გადაიხადოს გირაო, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას „სიმხდალე და საზოგადოების მოტყუების მცდელობა“ უწოდა.

“ეს განცხადება კიდევ ერთხელ იყო დადასტურება სიმხდალის და საზოგადოების მოტყუების მცდელობის. რაში მდგომარეობდა ეს ყველაფერი - ნიკა მელიას თქმით, ეს ადამიანი არ აპირებს თითქოს გირაოს გადახდას. სინამდვილეში, მისი განცხადებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, მისი გირაო გადაიხადოს ე.წ. გვერდითა გზებით. მე დღეს თქვენს წინაშე არ ვიდგებოდი, თავად რომ არ იშვერდნენ ხელს ჩვენი მისამართით, თითქოს ჩვენ რაღაც აღტკინება და სურვილი გვაქვს, რომ მაინც და მაინც ნიკა მელიას გადავუხადოთ გირაო, რაც არასდროს მომხდარა სხვების შემთხვევაში. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მეტიც, გარანტიას ვაძლევთ ყველა ჩვენგანი პირადად მას, არავინ აპირებს არც მისი გირაოს გადახდას, არც ასეთზე ფიქრს. თუმცა, ისინი მაინც იშვერენ ხელს ჩვენსკენ და ასეთი თავხედური პიარით ცდილობენ ხალხის მოტყუებას.

თუ მას გირაოს გადახდა უნდა, დაანებოს ამ მანიპულაციებს თავი, გადაიხადოს გირაო, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს. საზოგადოებამ ან ერთ ან მეორე მხარეს უნდა დაუჯეროს. თუ ის იტყუება ე.წ. უნიკალურ კოდთან დაკავშირებით, გამოდის, რომ ის მართალი არ არის ზოგადადაც. შესაბამისად, შემიძლია ასევე მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, როდესაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი, ან სხვა პირი გირაოს იხდის, უნიკალური კოდი არის მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს სწრაფი იდენტიფიცირება, კონკრეტულად რომელი ბრალდებულის სასარგებლოდ არის გირაო გადახდილი. ეს ე.წ. უნიკალური კოდი, რომელსაც ისინი ახსენებენ, არ არის ანგარიშის დამბლოკი ან ბარიერი, რომელიმე ანგარიშისთვის, რომელიც რომელიმე ბანკშია გახსნილი. გირაოს ანგარიში არის ღია. ის არ არის რაიმე კოდით დაცული, რომ ამ კოდის გარეშე არ შეიძლებოდეს გადახდა. ისინი იტყუებიან და მანიპულირებენ სპეციალურად ისეთი ტერმინით, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცხოა“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გირაოს გადახდა მისი მხრიდან სირცხვილი და დანაშაული იქნება, რადგან მის წინააღმდეგ „საქმე შეკერილია“. მან ასევე "საქართველოს ბანკს" მიმართა, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება მისი უფლებების შელახვა.

"ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ხელისუფლების მხრიდან იქნება გამოყენებული, მითიური პერსონა, რომელზეც დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებული მედია ნადირობს და პლუს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია, რბილად რომ ვთქვათ, ჩემი არაკეთილმოსურნე იქნება და პირადად მე მომიწევს ამ ადამიანის მხილება, რომ ის მჭიდროდ დაკავშირებულია არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სპეციალური უსაფრთხოების სამსახურთან“,- განაცხადა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა