დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა იტალიის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ და კომიტეტის წევრებმა იტალიის ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრა ონლაინ ფორმატში გამართეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა და დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„ჩვენ, პანდემიის პერიოდში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შევიმუშავეთ ეს პლატფორმა, რომ არ დაგვრჩენოდა უყურადღებოდ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები და ის აქტიური დიასპორები, რომლებიც გამორჩეულნი არიან, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამაში. ჩვენ არჩევნების შემდეგაც განვაგრძეთ ამ მიმართულებით აქტივობა. პლატფორმა კომიტეტის საქმიანობის ნაწილი გახდა და კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, დღის წესრიგთან ერთად, იგი ჩვენი საქმიანობის მუდმივი შემადგენელი იქნება. ამაში მნიშვნელოვნად გვეხმარება საგარეო საქმეთა სამინისტრო. მინისტრიც არაერთხელ ჩაერთო და პირადად მოგახსენათ რა იგეგმება და რა კეთდება ამ მიმართულებით“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიაში კონსტანტინე სურგულაძემ და საელჩოს მრჩეველმა დავით გომართელმა. მხარეებმა იტალიაში საქართველოს საელჩოს და იტალიის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს როგორც ზოგადად მსოფლიოში (ძირითადად დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში), ისე კონკრეტულად იტალიის ქართულ დიასპორაში პანდემიის შედეგად შექმნილი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები, არსებული შეზღუდვები, საავიაციო და სახმელეთო მიმოსვლისა და ვაქცინაციის საკითხები. ყურადღება გამახვილდა იტალიაში საქართველოს წარმომადგენლობების (საელჩო, საკონსულო) ჩართულობის მნიშვნელობაზე და დიასპორის წინაშე არსებული იმ გამოწვევებზე და პრობლემატურ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს ქართულმა სახელმწიფომ.

ონლაინ ფორმატში, იტალიაში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების, სათვისტომოების, სამრევლოების, საკვირაო სკოლების, შემოქმედებით-ფოლკლორული წრეების, სხვა სახის ქართველოლოგიური ცენტრების; ასევე სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეებთან , მათ შორის, სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან ერთდ იმსჯელეს პანდემიის პირობებში საპარლამენტო კომიტეტის გეგმებზე ქართულ დიასპორებთან ურთიერთობების მომართულებით. განიხილეს დაგეგმილი ღონისძიებები და ხედვები ურთიერთობების ინტენსიფიკაციის ამაღლებისთვის.

ისაუბრეს პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გაწეული მუშაობისა და 2021 წლის გეგმების, ზოგადად საქართველოში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე რეფორმების, საგარეო ურთიერთობების, მათ შორის, რეგიონში შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

ონლაინ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხები; განათლების, ეკონომიკის, მათ შორის ტურიზმისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები.

შეხვედრაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მათი საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ხელს შეუწყობს დიასპორაში მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივებისა და სიახლეების განხორციელებას.

უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მადლობა გადაუხადეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც გამოჩენილ იქნა პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების მიზნით. მათ, ასევე, აღნიშნეს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროექტის დადებითი მნიშვნელობის შესახებ და იმედი გამოთქვეს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება.

დიასპორის წარმომადგენლებთან პანდემიით გამოწვეული დისტანციური ხასიათის შეხვედრები აღნიშნულ ფორმატში რეგულარულად იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო