პაატა მანჯგალაძე - თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს და ამის პრეტენზია გვაქვს, განსხვავებული აზრის მიმართ შეუმწყნარებლობა და რადიკალიზმი, რაც ხშირად ვლინდება კოლეგების მიმართ, მიუღებელია

პირადად, მიმაჩნია, რომ არასწორია წინა პლანზე ბარიერის საკითხის წამოწევა, როცა რიგგარეშე არჩევნების თარიღზე შეთანხმებული არ ვართ , - ასე შეაფასა "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადება, რომლის თქმით, თუ „ქართული ოცნება“ დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც პროპორციული არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, „რესპუბლიკური პარტია“ კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მზადაა.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა მართებული არ არის ამ საკითხის განხილვა.

„მომწონს ის იდეა, რაც "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა გააჟღერა, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში გაუმართლებლად მიმაჩნია. მომწონს იდეა, რომ ბარიერი არ იყოს 5% და შეიძლება 3 % იყოს, რაც საშუალო ევროპული სტანდარტია, ევროპის ბევრ ქვეყანაშია 3%-იანი ბარიერი. ეს სტაბილურობას აზღვევს. ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა მართებულად არ მიმაჩნია, ვიდრე შეთანხმებული არ ვართ რიგგარეშე არჩევნების თარიღზე. თუ ამ საკითხზე დისკუსია გაიხსნება, ჩვენ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. ინიციატორი ჩვენ არ ვიქნებით, რადგან სწორად არ მიგვაჩნია. არ მომწონს, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანზე ხდება რაღაც იარლიყის მიკერება, ეს ძალიან ცუდია. თუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბრობს და ამის პრეტენზია გვაქვს, განსხვავებული აზრის მიმართ ასეთი შეუმწყნარებლობა და რადიკალიზმი, რაც ხშირად ვლინდება ჩემი კოლეგების მიმართ, ჩემთვის მიუღებელია.

რატომ არ ვეთანხმები იმ იდეას, რომელიც ხათუნა სამნიძემ დააყენა? ჩემთვის არსებითია ეს საკითხი, მაგრამ მოცემულ რეალობაში არ ვეთანხმები. კონსტიტუციის დღევანდელი ჩანაწერის მიხედვით, თუ 2024 წლამდე გაიმართება ვადამდელი ან რიგგარეშე არჩევნები, ჩატარდება არსებული სისტემით, საუბარია 120/30-ზე და ბარიერი იქნება 3%. ჩვენ თუ ერთიანები ვართ და შეთანხმებულები, რომ ვადამდელი არჩევნების მიღწევის გარეშე არ ვაპირებთ პროცესებში მონაწილეობას, 2024 წლისთვის რა ბარიერით იქნება არჩევნები, რატომ გახდა ასეთი აქტუალური?!“,-განაცხადა მან.

პაატა მანჯგალაძის თქმით, „აზრთა სხვადასხვაობა კარგია, რადგან „ჭეშმარიტება კამათში იბადება“.

„პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს“,-განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამგვარი ქცევა, პარლამენტში შესვლას არ ნიშნავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა