თინა ხიდაშელი - პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი უკვე დასრულებული უნდა იყოს - ოპოზიციური ამომრჩეველი მოლოდინის რეჟიმში მუდმივად არ უნდა იყოს დატოვებული

დღეს, ჩემი აზრით, პარლამენტში შესვლა - არშესვლის საკითხი უკვე დასრულებული უნდა იყოს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებაზე, თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ თანაპარტიელების განცხადებებზე კომენტარებს არ აკეთებს.

რაც შეეხება, ზოგადად პარლამენტში პარტიის შესვლას მერე უკან გამოსვლას, თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ამ თემაზე მისი პოზიცია ცნობილია და რაიმე ახალს ვერაფერს იტყვის.

„ეს გადაწყვეტილება დასაწყისში, იმ ფორმით როგორც ის გაცხადდა, სწორი არ იყო. დღეს, ჩემი აზრით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი უკვე დასრულებული უნდა იყოს. „ქართული ოცნების" მხრიდან უსინდისობაა, რომ უარს აცხადებს კენჭისყრის პროცედურაზე. მათი მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებაა ის, რომ პარლამენტის წევრებს, რომ თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობას არ უტოვებენ. ვფიქრობ, რომ დღეს, პარლამენტში შევიდეთ თუ არა დისკუსიაში ჩაყოლის ნაცვლად ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას უნდა სთავაზობდნენ ახალ პლატფორმებს, უნდა საუბრობდნენ ახალ გამოწვევებზე. ოპოზიციური ამომრჩეველი ჯამურად, რომელიც ქვეყანაში ნახევარზე მეტია დღეს, ერთგვარად მოლოდინის რეჟიმშია და ის მუდმივად არ უნდა იყოს დატოვებული მოლოდინის რეჟიმში“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს კანონპროექტს, რომელიც არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარებას უზრუნველყოფს, პარტია მზადაა მხოლოდ ამ კანონპროექტის კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა