თინა ხიდაშელი - მე რომ ნიკა მელიას ადვოკატი ვიყო, ვურჩევდი, რომ გირაო გადაეხადა

მე რომ ნიკა მელიას ადვოკატი ვიყო, ვურჩევდი, რომ გირაო გადაეხადა, მაგრამ მელია დღეს არ მოქმედებს კანონის სიტყვა-სიტყვითი აღსრულების წესებით , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტია მორიგ ჯერზე სასაცილო მდგომარეობაშია.

„თავისთავად, გირაოს გადახდაც ალტერნატიული ღონისძიებაა, ის არ არის სავალდებულო. ანუ, ადამიანი თავად გადაწყვეტს გირაო გადაიხადოს თუ არა, ან შეიძლება სულ ვერ გადაიხადოს, შესაძლებლობა არ ჰქონდეს ადამიანს და ვერ გადაიხადოს. ამიტომ, ამ, თვალსაზრისით სავალდებულო ღონისძიება არ არის. ეს არის ალტერნატივა, რომელსაც სასამართლო ადამიანს აძლევს. ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ, რა გზით წავიდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც ჩანს, არსებობს, რაღაც გათვლა, რომელსაც ეფუძნება ნიკა მელიას ვარაუდი და ის ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლება გაბედავს და დააპატიმრებს ადამიანს, რომელიც ამ წუთას პარლამენტის წევრია.. სხვათაშორის ეს ძალიან საინტერესო და სასაცილო იქნება, პარლამენტის წევრის დაპატიმრების უფლება არ აქვთ. ალბათ, როგორც წინათ შეუწყვიტეს მელიას უფლებამოსილება, ახლაც ასე უნდა შეუწყვიტონ. ანუ, მელიას ინდივიდუალურად შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, მაშინ, როცა სხვას, არავის უწყვეტენ. ეს არის ზუსტად ის, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ მორიგ ჯერზე სასაცილო მდგომარეობაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“, შეცდომას შეცდომაზე უნდა უშვებდეს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა