არჩილ თალაკვაძე ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარეს, შონ ო'ფარელს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, საქართველოს გეგმები და ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

საუბარი, ასევე, შეეხო იმ გამოწვევებს, რომელიც პოსტ-კოვიდურ პერიოდში ქვეყნებმა უნდა დაძლიონ.

„შონ ო'ფარელის თქმით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია და ირლანდია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა